04.მარტი.2016 16:45
ბიზნესი

"უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი"

"უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი"
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგის მუდმივმოქმედი ფორმატი შეიქმნება.
 
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, უნდა გამოიყოს საინიციატივო ჯგუფი, ვინც ბიზნესის წინადადებებს და პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს და მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით ამ საკითხებზე სწრაფი რეაგირება მოხდება.

„ეს გააიოლებს თქვენს ცხოვრებას და ფუნქციონირებას“, - მიმართა პრემიერმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

„რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი უმნიშვნელოვანესია და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ის ტრადიცია, სულ ცნობადი სახეები ფიგურირებენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უნდა შეიცვალოს და გამდიდრდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებით. ეს არის ძალა, სადაც ყველაზე მეტი დინამიკაა, ყველაზე მეტი ზრდის მაჩვენებლებია, დასაქმების თვალსაზრისით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ არსებულ პრობლემატიკას. ჩვენ მოვედით იმ პრობლემებზე ღიად სასაუბროდ, რომელთა გადაჭრასაც მცირე და საშუალო სექტორისთვის ცვლილებების მოტანა შეუძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან საჭირო დოკუმენტი შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და მთავრობის სურვილია, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების სტრატეგიის შექმნაში მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობა და ჩართულობა იყოს მაქსიმალური.

მთავრობის მეთაურმა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეწარმეობის წახალისებაა.

„მეწარმეობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მცირე საწარმოებს და ინიციატორი, დამწყები ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობას. უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი, მდიდრდება პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“, იწყება მისი ახალი ქვეპროგრამები, მათ შორის „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც მცირე სასტუმროების ქსელების წახალისებას ახდენს და დაფინანსების მოპოვების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. გვინდა, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კიდევ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად წაახალისოს მცირე და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

12.აპრილი.2019 19:45
348

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1004

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
392

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1105

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
265

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად
30.მარტი.2019 11:45
3867

სასტუმრო "ქვევრი" - კახეთში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო შენდება

ვრცლად