17.ნოემბერი .2019 19:20

"უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვა შემაფერხებელია სექტორისთვის"

views 352
უკან

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვა შემაფერხებელია სექტორისთვის,- ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანია “აგრონეტის” დამფუძნებელი აჰმედ ქაჰრამან-გოგროჭაძე რუბრიკის "ინვესტორი" ფორმატში აცხადებს.

მისი თქმით, ერთი მხრივ, მას ესმის საქართველოს მთავრობის, რომ მათ არ სურთ ხარისხიანი მიწის დიდი ნაწილი უცხოელის ხელში აღმოჩნდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ცალსახა უნდა იყოს პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის და მათ რაიმე სახის გარანტია უნდა ჰქონდეთ.

“თუ შენს მოქალაქეს უჭირს და ვერ ამუშავებს ამ მიწას, მეორე გზა აუცილებლად უნდა იყოს. ინვესტორი რომ შემოდის, რაიმე გარანტია უნდა ჰქონდეს. ეს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.

უცხოელი ინვესტორები რომ შემოდიან აქ, მიწას ვერ იფორმებენ და არ უფორმებენ, რაც გასაგებია. მაგრამ რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს. ძალიან ბევრი ხალხი იყო დაინტერესებული მაგალითად, ჩვენი პროექტებით, ყველას უნდა, მაგრამ...ეს ნამდვილად არის განვითარების შემაფერხებელი”,- აცხადებს ინვესტორი.

კომპანია აგრონეტი 13 წელია საქართველოში ოპერირებს და მათი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა. კომპანიას აქვს სანერგე მეურნეობა, აგროტექნიკა, ვაჭრობს სასუქებით; ასევე მათ ჰოლდინგში შედის კომპანია “ჯეოლაივი”, რომელიც თავის მხრივ ფლობს ზეთისხილის ბაღებს კახეთში და ქართულ ზეითუნის ზეთს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა