10.მარტი .2020 15:12

"უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ"

views 310
უკან

უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

,,2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ გაზრდილა. მასში სააქციო კაპიტალის წილი კი ბოლო 7 წლის მინიმუმზეა და მხოლოდ 493 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ და ქვეყანაში ფული აღარ შემოაქვთ. შესაბამისად, აღარ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და არ უმჯობესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. პარალელურად, სწრაფი ტემპით იზრდება სახელმწიფო ვალი და ბიუროკრატიული ხარჯები.

გასულმა 7 წელმა აჩვენა, რომ დღევანდელ მმართველ ძალას ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის არც გეგმა გააჩნია და არც უნარი, ამიტომ მისი ცვლილება მომავალ არჩევნებზე გარდაუვალია’’ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა