მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს" - მინისტრი

5fbe444641a9e
ინგა მურუსიძე
25.11.20 16:00
344
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული პრესრელიზებიდან ირკვევა, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები, რომლებიც საქართველოს მთავრობას კორონავირუსის არასათანადო მართვის გამო აკრიტიკებდნენ, დღესდღეობით სხვადასხვა ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობენ.

სოციალურ ქსელებში ამ საკითხს დიდი გამოხმაურება მოყვა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათ ამ დრომდე ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ:

„ალბათ შეიცვალა ამ ადამიანების დამოკიდებულება პირველ რიგში, რადგან არ იყო ცნობილი მათთვის, თუ რა დონეზე იყო ჩართული მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სწორად მართვისთვის. დღეს მათ აქვთ გაცილებით მეტი ინფორმაცია და ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი, თუ როგორ ვმართოთ ეპიდემია. რაც შეეხება ეპიდემიას, მას მართავენ არა ექიმები და არამედ ეპიდემიოლოგები. ექიმებთან ვმართავთ კონსულტაციებს და ვეყრდნობით ეპიდემიოლოგების დასკვნებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.