მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილების სავალდებულო დაზღვევიდან შემოსავალი 51%-ით შემცირდა"

5f659476c04b2
ელენე გოგბერაშვილი
19.09.20 18:25
856
2018 წლის 1 მარტიდან უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული მანქანები, საქართველოში შემოსვლისთანავე ვალდებულნი არიან საკუთარი პასუხისმგებლობა დააზღვიონ. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩაკეტილი საზღვრების გამო ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას აღნიშნული სავალდებულო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მოცულობა შეუმცირდა და კლება 50%-ს აჭარბებს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა განუცხადა.

„2020 წლის განმავლობაში დღემდე საზღვრის tpl-ში გვაქვს 51%-იანი შემცირება, რადგან საზღვრები დაკეტილია და ხდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.

თუმცა აგვისტოში და ივლისში აქ შემცირება იყო 70%“-აცხადებს ბარათაშვილი.

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის, სადაზღვევო პრემიის ოდენობა ტრანსპორტის კატეგორიის და დაზღვევის პერიოდის მიხედვით განსხვავებულია და მოტოციკლის შემთხვევაში 20 ლარიდან 215 ლარამდე, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში 30 ლარიდან 295 ლარამდე, ავტობუსისთვის 45 ლარიდან 480 ლარამდე, სატვირთო ავტომობილისთვის კი 60 ლარიდან 610 ლარამდე მერყეობს. მძღოლი ვალდებულია ასევე დააზღვიოს მისაბმელი და ამისთვის სადაზღვევო პრემიის სახით 14 ლარიდან 145 ლარამდე გადაიხადოს.