11.იანვარი.2019 20:32
საზოგადოება

"უფასო "ტამიფლუ", სავარაუდოდ, სახელმწიფო მარაგებიდან გაიცემა

"უფასო "ტამიფლუ", სავარაუდოდ, სახელმწიფო მარაგებიდან გაიცემა
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, „ტამიფლუს“ გაცემა, სავარაუდოდ, სახელმწიფო მარაგებიდან მოხდება.

როგორც მან bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ რეკომენდაციით, ყველა სახელმწიფოს  მედიკამენტის მარაგი უნდა ჰქონდეს.

“მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ხვალიდან ექიმის რეცეპტის საფუძველზე "ტამიფლუს" მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ, წინასწარი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია. ჩემი ინფორმაციით, რასაც მედიიდან ვიღებ, წამალი გაიცემა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფოს „ტამიფლუს“ მარაგი აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის სტრატეგიული მარაგი ყოველთვის არის ქვეყანაში. ეპიდემია გამოცხადებული არ არის, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობაა; აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ალბათ ჩათვალა, რომ ეს მარაგი უნდა გამოიყენოს.

თუ მარაგი გამოილია, შესყიდვა როგორ მოხდება ამას ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს. ეს ნაბიჯი არის ან დისტრიბუტორების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოსთან ერთად ან სახელმწიფოს მხრიდან მარაგის გაცემა“, - განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით, აქამდე “ტამიფლუ” უფასო იყო ადამიანთა ფართო ჯგუფისთვის (18 წლამდე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ორსულები და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები) და დღემდე ეს პრეპარატი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში უფასოდ გაიცემოდა. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ამ ცენტრში დღეს დევს “ტამიფლუს” გარკვეული მარაგი და მედიკამენტი ფორმა 100-ის საფუძველზე გაიცემა.

„ხვალიდან, როდესაც ძალაში შევა, იგივე ცენტრებში წამლის გაცემა მოხდება ყველა ადამიანზე, ვისაც ის სჭირდება. ამავე დროს დაემატება, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები.
თბილისში 5 ცენტრი არსებობს. მიმდინარეობს მოლაპარაკება ფარმაცევტულ ქსელებთან, რათა იქაც გახდეს ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელი, თუმცა ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ რა ფორმით და როგორ მოხდება გაცემა, ამ დროისთვის უცნობია", - განმარტა გამყრელიძემ.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

20.ივნისი.2019 09:00
23

დღეს, კვლევის - "გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:27
398

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
4030

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
290

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
321

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:35
2119

როგორია ჯანდაცვის ახალი მინისტრის CV

ვრცლად