მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უფრო დაბალი დოლარიზაცია რომ იყოს, შევძლებდით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას"

5fe2124f7877d
BM.GE
22.12.20 19:54
782
"ქვეყანაში უფრო დაბალი დოლარიზაცია რომ იყოს, შევძლებდით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას,”- ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. მისი განცხადებით, ეროვნულ ბანკს სავარაუდოდ, უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს შედარებით მაღალი რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება.

“ასეთ სიტუაციაში რთულია პროგნოზების გაკეთება, ამიტომ მაქსიმალურად ვაკვირდებით სიტუაციას და გადაწყვეტილების მიღებაც ამის მიხედვით მოხდება. ქვეყანაში უფრო დაბალი დოლარიზაცია რომ იყოს, შევძლებდით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, თუმცა ისევ და ისევ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას; დიდი ალბათობით უფრო გახანგრძლივებულად მოგვიწევს მონეტარული პოლიტიკის შედარებით გამკაცრებულ მდგომარეობაში შენარჩუნება და არ არის გამორიცხული, გამკაცრებაც გახდეს საჭირო“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

ეროვნულმა ბანკი 2020 წლის 16 სექტემბრის შემდგომ რეფინანსირების განაკვეთს 8%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს. 2020 წლის პირველ ნახევარში კი სებ-ი ეტაპობრივად ამცირებდა გამკაცრებულ რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც 2019 წლის ბოლოს 9%-მდე გაზარდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სამიზნე სამჩვენებლს ინფლაციის დონე 2021 წლის მეორე ნახევრისთვის დაუახლოვდება.

“ბოლო თვეებში წლიური ინფლაცია 3.8 პროცენტის დონეზეა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან ახლოს იმოძრავებს. ინფლაციის დინამიკას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გავლენა მომავალ წელსაც შენარჩუნდება,” - ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებაში.