მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უფრო მეტი ტემპი გვჭირდება" - სოსო ფხაკაძე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე

5dee21dbccc41
სალომე მეცხვარიშვილი
09.12.19 14:25
1394
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას აფასებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით მეტი ტემპია საჭირო.

“ინვესტიციების ზრდა კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია გვჭირდება, უფრო მეტი ტემპი გვჭირდება. ამაზე მთავრობაც საუბრობს და ბიზნესიც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში”,- აცხადებს სოსო ფხაკაძე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.

2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. კლება ძირითადად წლის პირველ და მეორე კვარტალში FDI-ს შემცირებას უკავშირდება.