მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკონტროლო" 61 მლნ ლარი - სად მიდის "ლიფტის ფული"?

5deac9f6c9c38
თამუნა ქემერტელიძე
07.12.19 12:20
5981
ვინ აკონტროლებს ხურდაზე მომუშავე ლიფტებს და საშუალოდ რა თანხა გროვდა წლის განმავლობაში? როგორც BMG -ს კომპანია citycom -ის ხელმძღვანელმა ლევან შარანგიამ განუცხადა, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში ლიფტებში დაგროვილი თანხის მოცულობა 61.200.000 მლნ ლარს აჭარბებს. თანხა დათვლილია 17,000 ლიფტისთვის, რომელიც ჯამურად თბილისში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებშია. 

“ლიფტში ერთი ადამიანი დღეში თუ ხარჯავს 20 თეთრს (დღეში მხოლოდ ერთხელ ჩასვლა -ამოსვლით ) 10 დღეში 2 ეს ლარია, ხოლო 1 თვეში- 6 ლარი. სამსულიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯი კი 18 ლარია. 18 ლარი ესაა ერთ ბინაზე. 9 სართულიან ბინაში, კი სადაც 27 ბინაა (ძველი პროექტის მიხედვით) ყველაზე ცოტა 500 ლარზე მეტი გროვდება ლიფტის გადასახადი თვის განმავლობაში, თუმცა ადამიანმა დღის განმავლობაში შესაძლოა ლიფტით 3-4 -ჯერ ისარგებლოს “-აცხადებს შარანგია. მისივე თქმით, თუ 16 სართულიან კორპუსის მაგალითს ავიღებთ, ასეთ დროს თვეში 1000-1200 ლარი გროვდება, მინიმულური თანხა კი თვეში რაც შეიძლება მრავალსართულინმა კორპუსმა შეაგროვოს 300 ლარია.

ამასთან, როგორც ჩვენთან საუბარში citycom -ის ხელმძღვანელი განმარტავს, 61 მლნ ლარი, რომელიც წლის განმავლობაში გროვდება ის გადასახადის სახით არც დეკლარირდება და არც კონტროლდება . ასევე არავინ ამოწმებს იმას, თუ რამდენად ხმარდება მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადი ლიფტის გამართულად მუშაობას.

“უხეშად რომ ვთქვათ, ვიღაც ტიპი მიდის “მეშოკით” იღებს თანხას და მოსახლეობა კარგავს შემოსავლებს. მაგ: ლიფტის ელექტროენერგიის გადასახადი 16 სართულიან კორპუსში არ აღემატება 100 ლარს, ხოლო ლიფტის მომსახურება 250 ლარს. ჯამში კი ეს თანხა 350 ლარს არ ცდება . 16 სართულიან კორპუსში კი 1000-1200 ლარი გროვდება. ამ სხვაობით კი მოსახლეობა კარგავს სეიოზულ თანხებს”-აცხადებს შარანგია.

კომპანია სითიქომი ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და თბილისში არსებულ ამხანაგობებს ლიფტის საბარათე სისტემას სთავაზობს. სითიქომის აპარატის დამონტაჟების შემდეგ ლიფტით მგზავრობა ხურდა ფულის რკინის ყუთში ჩაგდების ნაცვლად, სპეციალურ წამკითხველზე ბარათის მიდებით არის შესაძლებელი. ლიფტით მგზავრობის ტარიფს ადგენს მოსახლეობა მათი ხარჯების გათვალისწინებით. წამკითხველზე ბარათის მიდების შედეგად ხდება თანხის ჩამოჭრა ანგარიშიდან, რომელიც კორპუსის ელექტრონულ საფულეში ირიცხება. ამხანაგობის მიერ დაგროვილი თანხის რაოდენობისა და ხარჯვის მიმართულების კონტროლი ვებ-გვერდზე, სითიქომის ყველა მომხმარებელს შეუძლია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშებით bm.ge “სი ეი ინთერნეიშენალსაც“ დაუკავშირდა. კომპანიის დირექტორის სანდრო შელიას განცხადებით, იმ ლიფტების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს გაუმართავია, კორპუსის ამხანაგობების ხელშია.

“სამწუხაროდ რიცხვების სახით სტატისტიკა, რომელიც გაუმართავ ლიფტებს გამოავლენს არ არსებობს. ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ სახელმწიფოს მაგრამ კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა ”-აცხადებს შელია.

მისივე თქმით, პირველ რიგში მერიის დამხარებით აუცილებელია ჩატარდეს წინასწარი ინსპექტრება, რის შემდეგაც ავარიული ლიფტების იდენთიფიცირება მოხდება.

“ავტომობილზე ხომ გვაქს ვალდებულება ტექნიკური ინსპექტირების წელიწადში ერთხელ, შსს რომ მიმართოთ, ერთ წამში გეტყვიან რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული, ყველას აქვს თავისი კოდი. იგივე უნდა გაკეთებდეს მომეტებული საფრთხის შემცვლელ ობიექტებზე, ამ შემთხვევაში ლიფტებზე. პირველ რიგში კი ის ლიფტები უნდა გამოცვალონ, რომელიც საფრთხის შემცვლელია. შესაძელებელია ასეთ დროს სახელწმიფომ და კერძო სექტორმა ითანამშრომლომ, იმისათვის რომ მოხდეს დაბალ პროცენტში განვადება ან დაფინანსება”-ამბობს კომპანია “სი ეი ინთერნეიშენალის" დირექტორი სანდრო შელია.