მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენ ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს" - ღარიბაშვილი

62a7149ddbebf
BM.GE
13.06.22 14:47
789
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეკორდულ ექსპორტის მაჩვენებელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში არსებული მძიმე ვითარების ფონზეც კი, საქართველოს ყველა ძირითად მიმართულებით ზრდა აქვს.

„საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, ეს ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა - ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. რეკორდული არა მხოლოდ გასული წლის მაისთან, არამედ ყველა სხვა თვესთან შედარებით.

ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონში შექმნილი უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა: ექსპორტი, ტურიზმი, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რაც ასეთ ვითარებაში უპრეცედენტოა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაისში საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის - 504 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით მაისში ექსპორტირებულია 164 მილიონი დოლარით მეტი საქონელი, რაც 48%-იან ზრდას წარმოადგენს.