მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინაში ნებისმიერი ბიზნესი კრედიტის აღებას 0%-ად შეძლებს" - ზელენსკი

623424fc9ec18
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 10:23
1314
უკრაინაში ნებისმიერი ბიზნესი ომის პერიოდში და მისი დასრულების 1 თვის შემდეგ კრედიტის მიღებას 0%-ში შეძლებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენმა მთავრობამ უკვე მოამზადა გადაწყვეტილება მეწარმეების დაკრედიტების პროგრამის გაფართოების შესახებ. პროგრამა 579-ის ბაზაზე ვქმნით ახალ შესაძლებლობას. ნებისმიერი ბიზნესი ომის პერიოდსა და მისი დასრულების შემდეგ 1 თვის პერიოდში კრედიტის მიღებას. შემდეგ კი იქნება მინიმალური 0%-ში შეძლებს, შემდეგ კი მინიმალური განაკვეთი 5% იყო. კრედიტის საერთო მოცულობა კი, 60 მლნ გრივნა შეიძლება იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტი დღეს რეგულაციების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ბიზნესისთვის 600-ზე მეტი გადაწყვეტილება და ლიცენზია იყო მიღებული და აუცილებელ მოთხოვნად 20-მდე რჩება. მხოლოდ ისინი, რომელთა გაუქმება არ შეიძლება. მაგალითად როგორიცაა რადიოაქტიური ნარჩენების მართვა. შესაბამისად, უკრაინაში ბიზნესების უმრავლესობისთვის დეკლარაციული პრინციპი იმოქმედებს: გამოაცხადებ ამოქმედების შესახებ და თავისუფლად მუშაობ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.