მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინაში თავისუფლების დასასრული, მოლდოვასა და საქართველოშიც თავისუფლების იმედის გაქრობას ნიშნავს"- ჯონსონი

6235f9817069f
BM.GE
19.03.22 19:30
4720
"უკრაინაში თავისუფლების დასასრული ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში. ეს ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე დაშინების ახალი ხანის დაწყებას,"- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორრის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე. 

ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმის მიზეზი სწორედ დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია, რადგანაც რუსეთის მახლობლად უკრაინის სახით თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებების დამცველი ქვეყანა ყალიბდებოდა. 

„ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ათობით ათასი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში თავისი სახლის კარს უხსნის უკრაინელ ხალხს. ყოველ დღე, როცა კი უკრაინელების გმირული წინააღმდეგობა გრძელდება, ნათელი ხდება, რომ პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა.  საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ დაუშვა მან ეს შეცდომა? რატომ გადაწყვიტა შეჭრილიყო ამ აბსოლუტურად უდანაშაულო ქვეყანაში? იმიტომ, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ უკრაინაში მისი რეჟიმისთვის საფრთხე დაინახა. ცხადია, მას არ სჯეროდა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში გაწევრიანდებოდა. მან არაჩვეულებრივად იცოდა, რომ არ არსებობდა უკრაინის მიწაზე სარაკეტო დანადგარების განთავსების გეგმა. მისი გადაწყვეტილება ამას ნამდვილად არ უკავშირდებოდა და მას უკარაინის აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო ეშინოდა. ყოველწლიურად როცა კი უკრაინა წარმატებას აღწევდა თავისუფლების, დემოკრატიისა და ღია ბაზრის მიმართლებით, პუტინს ეშინოდა უკრაინის მაგალითის. რადგან პუტინის რუსეთში ადამიანებს 15 წლით აპატიმრებენ იმის გამო, რომ მათ შეჭრას შეჭრა უწოდონ და ვინც არჩევნებზე პუტინის წინააღმდეგ გამოდის, წამლავენ ან ესვრიან. ალბათ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი და უკრაინა ისტორიულად ამდენად ახლოს იყვნენ, პუტინს ასე ძალიან ეშინოდა უკრაინის გავლენის მასსა და მის ქვეყანაზე,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.