მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინელ აბიტურიენტებს შეუძლიათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ" - სამინისტრო

62ffaeb9e0332
BM.GE
19.08.22 20:00
3405
უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ეცნობით, სამინისტრომ უკრაინელი მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უკვე უზრუნველყო, რაშიც მონაწილეობა 64-მა უკრაინელმა მიიღო.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო. გამოცდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალი ხარისხის ინტერნეტით აღჭურვილ საგამოცდო სივრცეში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას სპეციალურად გადამზადებული დამკვირვებლები უწევდნენ ზედამხედველობას, რომელთა შერჩევაშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოში უკრაინის საელჩო. გამოცდა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მათემატიკის, ისტორიისა და უკრაინული ენის საკითხებს მოიცავდა. ტესტირებაში მონაწილეობა 64-მა უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო.

უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას", - ნათქვამია განცხადებაში.