მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინის სამხრეთში 41 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია"

636d666f59481
ალა ისპირიანი
11.11.22 00:59
359
"უკრაინის სამხრეთში 41 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„დღეს სამხრეთიდან კარგი ახალი ამბები გვაქვს. გათავისუფლებულია 41 პუნქტი. მადლობა ყველა ჩვენს გმირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას. შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვას, სპეციალურ ძალებს. დღეს ყველა ბედნიერები ვართ, ვიხილოთ, თუ როგორ ხვდებიან ოკუპირებულ სოფლებსა და ქალაქებში დარჩენილები ჩვენს მეომრებს.

ახლა ბევრი, საათში ერთხელ ამოწმებს, სად მივიდნენ ჩვენი ქვედანაყოფები და სახელმწიფო დროშა სად აღიმართა, მაგრამ სიხარულთან ერთად უნდა გვახსოვდეს დღეს და ყოველთვის, თუ რას ნიშნავს ეს მოძრაობა, რომ ჩვენი თავდაცვითი ძალების ყოველი ნაბიჯი ჩვენი მეომრების ტოლფასია.

ეს არის სიცოცხლე, რომელსაც უკრაინელების თავისუფლებისთვის სწირავენ. ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლითაა მიღწეული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. შოიგუმ ჯარების გაყვანის ბრძანება რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ მიიღო.