მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინული ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო" - TAV Georgia

628a115965384
თათია კაკიაშვილი
22.05.22 23:00
894
ბათუმის აეროპორტში უკრაინული ბაზარი 30%-ით, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - 12%-ითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით შეფერხება გვაქვს, - ამის შესახებ BMG-სთან, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.TAV Georgia ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიაა.

ზაქარაძემ აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა კომპანიის გეგმები შეცვალა.

„პანდემიურ გამოწვევებთან მეტ-ნაკლებად გამკლავების შემდეგ, შეგვეხო უკრაინის ომი. საკმაოდ ბევრი უკრაინული კომპანია არის ჩვენი პარტნიორი. ბათუმში უკრაინული ბაზარი 30%-ითაა წარმოდგენილი, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - 12%-ით, ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი იყო ჩვენთვის, განსაკუთრებით ბათუმში. მოგეხსენებათ, ბათუმში ინვესტიცია განვახორციელეთ,  მოფრენის ახალი ტერმინალი გავხსენით და ცოტა სხვა გათვლები გვქონდა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა მოგვარდება და მგზავრები შეძლებენ კომფორტულად ყველგან, უკრაინის მიმართულებით“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.