21.ივლისი .2021 21:40

"უკრაინული ბიზნესი საქართველოში თიზ-ებში შემოსვლით არის დაინტერესებული"

"უკრაინული ბიზნესი საქართველოში თიზ-ებში შემოსვლით არის დაინტერესებული"
views 379
უკან

"საქართველო-უკრაინის" ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ელენა კუდლიაკა აცხადებს, რომ უკრაინული ბიზნესი საქართველოში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში შემოსვლით არის დაინტერესებული. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ბენეფიტები, რომლებიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არსებობს.

“უკრაინული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში პირველ რიგში ინტერესდებიან თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით, რადგან უკრაინაში მსგავსი ტიპის მექანიზმი არ არსებობს. საკმაოდ ბევრი შეღავათია გათვალისწინებული ამ ზონაში მოქმედი კომპანიებისთვის, რაც დააინტერესებთ უკრაინულ კომპანიებს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი სექტორიდან იქნება დაინტერესება, თუმცა, ფაქტია, რომ გარემო და პირობები მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება მათთვის”,- აცხადებს ელენა კუდლიაკა.

კითხვაზე, არის თუ არა კონკრეტული მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკრაინული წარმოებების საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით, ბიზნესასოციაციაში ჯერჯერობით არაფერს აკონკრეტებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ახალი კონტაქტების დამყარებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

საქართველოში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განთავსებული კომპანიებისთვის არაერთი საგადასახადო შეღავათი არსებობს, მაგალითად, ისინი 100%-ით თავისუფლდებიან დღგ-ს, მოგების, დივიდენდის და ქონების გადასახადებისგან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა