24.ივლისი .2021 13:35

"უმალი" თევზის პაშტეტის წარმოებას იწყებს

"უმალი" თევზის პაშტეტის წარმოებას იწყებს
views 1620
უკან

თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია „უმალი“ მომხმარებელს სექტემბრიდან ახალ პროდუქტს შესთავაზებს, საუბარია, თევზის პაშტეტზე, რომელიც ქსელურ მარკეტებში, საწყისად „კარფურსა“ და „ორ ნაბიჯში“ გაიყიდება.

როგორც „უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი წვერავა bm.ge-ისთან ამბობს, კომპანია პაშტეტის დასამზადებლად ქართულ ნედლეულს გამოიყენებს.

„ეს იქნება საქართველოში მოპოვებული თევზის, დასაწყისისთვის კალმახის პაშტეტი, ვაპირებთ 60-გრამიან ქილებსა და პოლიეთილენის შეფუთვებში გამოვუშვათ. რაც შეეხება იმას თუ რა ეღირება „უმალის“ პაშტეტი, ჯერ გვიჭირს ამაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა პროდუქტის ფასი ყოველდღიურად ცვალებადია, შესაბამისად ამას სექტემბერში განვსაზღვრავთ, როდესაც ამა თუ იმ ნედლეულის ღირებულება ზუსტად გვეცოდინება“ - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში პირველი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „უმალი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, კომპანიის საწარმო გორში მდებარეობს. „უმალის“ წილი საქართველოში არსებულ თევზის წარმოებაში 70 %-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა