როგორ შევხვდეთ კოვიდ-უსაფრთხოდ აღდგომას? - BMG-იმ ეს კითხვა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს, ივანე ჩხაიძეს დაუსვა, რომელიც გვპასუხობს, რომ ის მარტივი ღონისძიებები და თავდაცვის საშუალებები, რაც ორი წლის განმავლობაში ცხოვრების წესად ვაქციეთ, ესენია: დისტანცირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა და ვაქცინაცია, აუცილებელია ისევ დავიცვათ, განსაკუთრებით დღესასწაულებზე.
“ნიღბის ტარება, ჯერჯერობით, სავალდებულო მხოლოდ დახურულ სივრცეშია, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ სააღდგომო პერიოდში, კონტაქტების გაზრდის შესაძლებლობას, უმჯობესია, რომ სასაფლაოებზე გასვლისას ნიღაბი გავიკეთოთ და დავიცვათ მარტივი წესები, რომლებიც ინფიცირების რისკებისგან დაგვაზღვევს,” - ამბობს ივანე ჩხაიძე.
მისი თქმით, დღესასწაულებზე, მობილობის გაზრდა ავტომატურად ინფიცირების მატებას იწვევს, თუმცა მიმდინარე პერიოდში კოვიდ-შემთხვევების ზრდა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს.
“ჩვენი მოლოდინი არის რომ ახლო მომავალში ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, მაგრამ სტაციონარიზაციის, ან ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხით, მდგომარეობა კვლავ სტაბილური დარჩება, ასე რომ თუკი ქვეყანაში ახალი მუტაცია და შტამი არ გავრცელდა, ახალი ღონისძიებების შემუშავება საჭირო არ გახდება,” - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს სტაციონარში 340 პაციენტი მკურნალობს, მაშინ როდესაც გავრცელების პიკზე 8 000-ზე მეტი პაციენტი გვყავდა ჰოსპიტალიზებული. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, აქტიური შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია და 1 600-ს უტოლდება, მაშინ როდესაც თებერვლის დასაწყისში 228 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო