მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უმუშევრად დარჩენილების სესხების რესტრუქტურიზაციაზე ბანკებთან კონსულტაცია გვქონდა"

5fc0c5b20fa40
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.20 13:27
992
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის საკითხზე მთავრობას ბანკებთან კომუნიკაცია აქვს.

„გვქონდა კომუნიკაცია ბანკებთან და მათთან ერთად ვეცდებით დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, ვისაც აქვთ საბანკო კრედიტები და სჭირდებათ ბანკებთან დახმარება, რათა მოხდეს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციაზე გუშინ პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრეს. „ვფიქრობთ, რომ ბანკები მხარს დაგვიჭერენ ამ კომუნიკაციაში“, განაცხადა ნათია თურნავამ.