რაც შეიძლება მკვიდრად უნდა დავაბეტონოთ საქართველოს, როგორ საუკეთესო ტურისტული მიმართულების სახელი, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დირექტორმა საბა კიკნაძემ გაზრდილი ტურისტული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
ტურისტული კომპანიის დირექტორის თქმით, 20 ივნისის მოვლენებმა გამოაფხიზლა საქართველო და ტურიზმის განვითარების ვექტორი შეცვალა, რამაც კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანა.
„პირველ რიგში საქართველო თავისთავად არის მიმზიდველი, ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა მსოფლიო მიმართულებებს შორის. ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ წარმატებული ქვეყანა ვიყოთ ამ თვალსაზრისით; მეორე ვიტყოდი, რომ თვალის დაბნელებიდან, თუ ანაფიოზიდან 20 ივნისის მოვლენებმა გამოგვიყვანა და დავრწმუნდით იმაში, რომ ზედმეტი ხარჯების, თუ ფსონების გაკეთება რუსულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ბაზრებზე არ შეიძლება.
მიუხედავად მოკლე დროისა, ფაქტიურად ნახევარი წლის წინ მოხდა ვექტორის ცვლილება და შეიძლება ითქვას მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა წარსული შეცდომების გამოსასწორებლად, ვგულისხმობ მარკეტინგული თვალსაზრისით ზედმეტად გაწეულ ხარჯებს და ა.შ. თუმცა, ბოლო 2 წელია უკვე კეთდებოდა უფრო მეტი სწორი ნაბიჯი, მაგრამ ტრადიციულად გრძელდებოდა რუსეთის ბაზარზე ხარჯების გაწევა, და ამან შედეგი გამოიღო. ადრეც ვიცოდით და ნათელი იყო თავიდანვე, კარგი ადგილი არ რჩება დაუკავებელი და იქნება დაკავებული კიდევ უკეთესი ტურისტების მხრიდან და თავისუფლად მოხდა ჩანაცვლება რუსული ბაზრის, მაღალგადამხდელუნარიანი და მაღალი ინტერესის ბაზრებით.
კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს ახლა რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს, საბა კიკნაძე ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მიმართულებით მუშაობა, იმისთვის რომ საქართველოს - საუკეთესო ტურისტული მიმართულების სახელი დამკვიდრდეს მსოფლიო ბაზარზე.
„უნდა გაგრძელდეს მუშაობა დასავლეთ ევროპის ბაზარზე, OECD-ის ქვეყნებზე, ასე ვთქვათ ეკონომიურად განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე, აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, არაბეთის ზოგიერთ ქვეყანაში და ა.შ. რათა მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი ტურისტი და რაც შეიძლება მკვიდრად დავაბეტონოთ საქართველოს, როგორ საუკეთესო ტურისტული მიმართულების სახელი. ეს მე მგონი, დიდი ხანია არ დაწყებულა, სამწუხაროდ დიდი დრო დავკარგეთ.. ამ ბაზრებზე განსაკუთრებულ ფოკუსს გავაკეთებდით.
ის რასაც ვაკეთებთ ახლა, არ ნიშნავს იმას რომ ეს შედეგი მთლიანად ამან მოგვიტანა. რასაც მანამდე ვაკეთებდით და ახლა რასაც ვაკეთებთ 2-3 წლის შემდეგ, როგორც ზვავი ისე მოიტანს კარგ შედეგს”, - ამბობს კიკნაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი