10.იანვარი .2020 22:00

"უნდა დავაბეტონოთ საქართველოს, როგორ საუკეთესო ტურისტული მიმართულების სახელი"

views 854
უკან

რაც შეიძლება მკვიდრად უნდა დავაბეტონოთ საქართველოს, როგორ საუკეთესო ტურისტული მიმართულების სახელი, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დირექტორმა საბა კიკნაძემ გაზრდილი ტურისტული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

ტურისტული კომპანიის დირექტორის თქმით, 20 ივნისის მოვლენებმა გამოაფხიზლა საქართველო და ტურიზმის განვითარების ვექტორი შეცვალა, რამაც კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანა.

„პირველ რიგში საქართველო თავისთავად არის მიმზიდველი, ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა მსოფლიო მიმართულებებს შორის. ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ წარმატებული ქვეყანა ვიყოთ ამ თვალსაზრისით; მეორე ვიტყოდი, რომ თვალის დაბნელებიდან, თუ ანაფიოზიდან 20 ივნისის მოვლენებმა გამოგვიყვანა და დავრწმუნდით იმაში, რომ ზედმეტი ხარჯების, თუ ფსონების გაკეთება რუსულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ბაზრებზე არ შეიძლება.

მიუხედავად მოკლე დროისა, ფაქტიურად ნახევარი წლის წინ მოხდა ვექტორის ცვლილება და შეიძლება ითქვას მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა წარსული  შეცდომების გამოსასწორებლად, ვგულისხმობ მარკეტინგული თვალსაზრისით ზედმეტად გაწეულ ხარჯებს და ა.შ. თუმცა, ბოლო 2 წელია უკვე კეთდებოდა უფრო მეტი სწორი ნაბიჯი, მაგრამ ტრადიციულად გრძელდებოდა რუსეთის ბაზარზე ხარჯების გაწევა, და ამან შედეგი გამოიღო. ადრეც ვიცოდით და ნათელი იყო თავიდანვე, კარგი ადგილი არ რჩება დაუკავებელი და იქნება დაკავებული კიდევ უკეთესი ტურისტების მხრიდან და თავისუფლად მოხდა ჩანაცვლება რუსული ბაზრის, მაღალგადამხდელუნარიანი და მაღალი ინტერესის ბაზრებით.

კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს ახლა რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს, საბა კიკნაძე ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მიმართულებით მუშაობა, იმისთვის რომ საქართველოს - საუკეთესო ტურისტული მიმართულების სახელი დამკვიდრდეს მსოფლიო ბაზარზე.

„უნდა გაგრძელდეს მუშაობა დასავლეთ ევროპის ბაზარზე, OECD-ის ქვეყნებზე, ასე ვთქვათ ეკონომიურად განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე, აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, არაბეთის ზოგიერთ ქვეყანაში და ა.შ. რათა  მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი ტურისტი და რაც შეიძლება მკვიდრად დავაბეტონოთ საქართველოს, როგორ საუკეთესო ტურისტული მიმართულების სახელი. ეს მე მგონი, დიდი ხანია არ დაწყებულა, სამწუხაროდ დიდი დრო დავკარგეთ.. ამ ბაზრებზე განსაკუთრებულ ფოკუსს გავაკეთებდით.

ის რასაც ვაკეთებთ ახლა, არ ნიშნავს იმას რომ ეს შედეგი მთლიანად ამან მოგვიტანა. რასაც მანამდე ვაკეთებდით და ახლა რასაც ვაკეთებთ 2-3 წლის შემდეგ, როგორც ზვავი ისე მოიტანს კარგ შედეგს”, - ამბობს კიკნაძე.