23.ოქტომბერი .2020 13:04

"უნდა იცოდეთ ოჯახის ექიმის ტელეფონი“ - ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

views 286
უკან

"თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი და ჰქონდეს მისი ტელეფონის ნომერი“, - ასე მიმართა დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევათა მხოლოდ 15%-დან 25%-მდე უნდა იმართოს სტაციონარში, ხოლო დანარჩენი შემთხვევები - ამბოლატორიულად.

„გარდა იმისა, რომ რეკავთ ჯერ 112-ზე და ის გამისამართებთ ოჯახის ექიმთან, ვინც იცის თავისი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი და ეს უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა, რათა სიმპტომების დაწყებისას, არ დაიწყოს ძიება სად და როგორ ჩაიტაროს ტესტი; პირდაპირ უნდა დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგებით. მოკლედ, დღევანდელ პირობებში, რადგან ამ დაავადების მთავარი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის სექტორზე გადადის, უნდა იცოდეთ ვინ გყავთ ოჯახის ექიმი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გარე სივრცეებშიც აუცილებლად ატარონ პირბადე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა