მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა შეიქმნას ვებგვერდი, სადაც ჰოსპიტლები და 112 ერთმანეთს მარტივად დაუკავშირდება"

5fc20c18494cd
ანუკა ჯოხაძე
28.11.20 13:20
892
“მნიშვნელოვანია, ვებ პორტალის შექმნა, სადაც სასწრაფო დახმარება, ჰოსპიტალი და 112 ერთმანეთს მარტივად დაუკავშირდება”- ამის შესახებ BM.GE-ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მირზიკაშვილმა განუცხადა.

როგორც მირზიკაშვილი ამბობს, პანდემიის მართვის პროცესში აუცილებელია ელექტრონული სისტემების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რომელსაც დღეს სახელმწიფო არ იყენებს.

“სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის განსაკუთრებით პანდემიის დროს კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია ყველა მიმართულებით და მათ შორის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით. საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით ბევრ საინტერესო და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, სამწუხაროდ, აქამდე ამ რესურსის გამოყენება არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონული ვებ პორტალის შექმნა, სადაც სასწრაფო დახმარება, ჰოსპიტალი და 112 ერთმანეთს მარტივად დაუკავშირდება, ელემენტარულად მწვანე ფერით გამოჩნდება ის სტაციონარი, სადაც არის თავისუფალი საწოლი“-ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.