„ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი და გერმანია წამყვანი როლის მქონეა ამ პროცესში", - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, მიუხედავად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებისა, ორივე მხარემ უნდა შეძლოს ქვეყანას მოაპოვებინოს კანდიდატის სტატუსი.
"გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საჯარო განცხადებებით, კონკრეტული ნაბიჯებით, პოლიტიკური განცხადებებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზეც, ვსაუბრობთ რამდენად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს გერმანიაში კიდევ უფრო გააძლიერონ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამ პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან დამაბნეველი საჯარო გზავნილები ისმის და შეკითხვები არსებობს, ჩვენ უნდა შევძლოთ, მიუხედავად დაპირისპირებისა ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის, რომ ჩვენს პარტნიორებს ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, დავანახოთ რეალობა, რა ხდება ქვეყანაში, რა გამოწვევებია, სად უშვებს შეცდომას ხელისუფლება, რატომ ვერ ვთანხმდებით ოპოზიცია და ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეც ამ პროცესში და ვაჩვენოთ, რომ ეროვნული ინტერესი დგას პირველ ადგილზე და ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება