მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ საქართველოს"

5e7365a98093d
ინგა მურუსიძე
19.03.20 16:37
1087
უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, რომ უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩმა შეაფასა ბრიუსელში გამოქვეყნებული ევროკავშირის ერთობლივი კომუნიკე სახელწოდებით - ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა – ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის".

“ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ახალ, ამბიციურ ამოცანებს განსაზღვრავს. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს საქართველოდან, ვინც კონსულტაციების პროცესში წვლილი შეიტანა. ეკონომიკური განვითარება, კავშირები და სამუშაო ადგილების შექმნა, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებად რჩება. ერთ–ერთ სიახლეს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობაზე, რასაც მე, პირადად, მივესალმები, რადგან ვიცი, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული სარგებლის მისაღებად ამ სფეროებში. ასევე, ევროკავშირის შიდა პრიორიტეტის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, რომ უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება. მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ საკითხებზე საუბარი ბრიუსელში, 18 ივნისს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.