19.მაისი .2020 14:28

"უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს, რამდენიც შარშან მივიღეთ, წელს ვერ მივიღებთ"

views 712
უკან

უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს, რამდენიც შარშან მივიღეთ, წელს ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი მსოფლიო პანდემიას დაამარცხებს, აღარავის ემახსოვრება, რომ საქართველო ვირუსს ეფექტურად უმკლავდებოდა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველომ ეს ეპიდემია, უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლბელობა. კახეთი და ბევრი სხვა ადგილი, წესების დაცვით შეიძლება გამოვაცხადოთ კოვიდისგან უსაფრთხო ზონებად. არ იქნება ეს რთული მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. არ კმარა მხოლოდ იმის თქმა, რომ საქართველო პანდემიას კარგად უმკლავდება. როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პარალელურად ავამუშაოთ ეკონომიკა.

როცა პანდემიაზე გავიმარჯვებთ, მსოფლიო იქნება სხვანაირი, ბევრად მძაფრი კონკურენცია იქნება და ამ კონკურენციას უნდა შევხვდეთ მომზადებული. უნდა შეცეგუოთ, რომ ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს გაურკევევლი დროით. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს. უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან მივიღეთ, ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენს ტრადიციებს, მეღვინეობას, კულტურას, უნდა დავამატოთ ისიც, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება ვირუსს, ეფექტურად მართავს რისკებს და შეუძლია სწრაფი მიხედვა ვირუსის. ამავე დროს კი შეგვიძლია ავამოქმედოთ ეკონომიკა - ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზანს სახელმწიფო მარტო ვერ მიაღწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ლოგიკურია, რომ ტურიზმის აღდგენა რეგიონებიდან იწყება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა