მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა ვიმუშავოთ, რათა ელ. სიგარეტთან დაკავშირებული რისკები საზოგადოებამ არ უგულებელყოს“- გაბუნია

64771cf21b92d
ლიკა მეგუთნიშვილი
31.05.23 12:18
451
„მეტად უნდა ვიმუშაოთ, რათა ელექტრონულ თამბაქოსთან დაკავშირებული რისკები საზოგადოების მხრიდან უგულებელყოფილი არ იყოს“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრონული სიგარეტის რისკების შესახებ საზოგადოების სრულად ინფორმირება არის ის, რაზეც ახლა სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„მითია, თითქოს ელექტრონული თამბაქო ნაკლებად მავნეა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ არის ეს მართალი. ელექტრონული სიგარეტის მავნე ზემოქმედებამ, შესაძლოა სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს და ამისი მონაცემები მედიცინასა და მეცნიერებაში უკვე საკმარისია. თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი დამაზიანებელია, აქედან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია არის, რომ მომხმარებელს აუხსნას მკაფიოდ და გასაგებად ის, რომ სასიკვდილო რისკი აქვს თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს. ჩვენი ამოცანაა, რომ თამბაქოს პროდუქტები მიმზიდველია არ იყოს მოსახლეობისთვის და სადა შეფუთვის რეგლამენტი სწორედ ამას ემსახურება, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, თამბაქოს რეალიზაციისა და რეკლამირების ნაწილში დარღვევების სტატისტიკა მნიშვნელოვნად კლებადია, თუმცა მონიტორინგი კვლავ აქტიურად გრძელდება.

„ამ მონიტორინგს არასამთავრობო სექტორი ახორციელებს და ისინი მაქსიმალურად დამოუკიდებლად ახდენენ ამ პროცესების მონიტორინგს და ისინი მაქსიმალურად დამოუკიდებლად ახორციელებენ ამ პროცესების მონიტორირებას და შედეგების ანალიზს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.