მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნგრეთი შეშის ექსპორტს კრძალავს" - daily news

62f5499e92a5b
ალა ისპირიანი
11.08.22 22:55
1059
ენერგეტიკული კრიზისის გამო უნგრეთი შეშის ექსპორტს კრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას daily news-ი სოფლის მეურნეობის მინისტრის იშტვან ნადმის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უკრაინაში ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის და მასთან დაკავშირებული სანქციების გამო, უნგრეთის მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომელიც ენერგიის წყაროების, მათ შორის შეშის ქვეყნიდან გატანას კრძალავს" , - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და დასძინა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობას შეუძლია დაარეგულიროს და შეზღუდოს შეშის ოდენობა, რომელიც შეიძლება საზღვარგარეთ გაიტანოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა დროებით გამოიყენება, როგორც გადაუდებელი ღონისძიება.