აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზა ავტოტრანსპორტისათვის უკვე გახსნილია. 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4 ზოლიანი გზაა. მთლიანი პროექტი ოქტომბრის ბოლოს ჩაბარდება და 13-ივე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) წარმატებით განახორციელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის შედეგად, ქალაქი ხაშური საცობებისგან მნიშვნელოვნად განიტვირთა, ტრანზიტული მოძრაობა კი სრულად ახალ გზაზე გადავიდა. გარდა ამისა, განახევრდა ამ ტერიტორიაზე გადაადგილების დროც.
თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ხაშურის შემოვლით გზას უკავშირდება, უნიკალური ხიდია. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომლის უნიკალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ ის საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა. კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ხიდი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ააშენა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოსთან მსგავსი მიმართულებით თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. ხიდის სამშენებლო სამუშაოებზე დაკავებულები იყვნენ როგორც უცხოელი, ისე - ადგილობრივი სპეციალისტები.
POWERCHINA (ფაუერჩაინა) 2020 წელს იკავებს 157-ე ადგილს Fortune Global 500-ის რეიტინგში. გარდა ამისა, ამავე წელს, კომპანიამ 150 დიზაინერულ ფირმას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალური საწარმოების, სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრაციის კომისიის მიერ POWERCHINA ექვსი წლის განმავლობაში სახელდებოდა ა კლასის მეწარმედ. კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში, ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს როგორც ჩინეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი