09.ოქტომბერი .2020 13:45

"უნივერსიტეტისა" და "ვაჟა - ფშაველას" სადგურებზე მეტროს მუშაობა აღდგა

views 151
უკან

თბილისის მეტროსადგურებზე - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრთა მიღება განახლდა და ამ ეტაპისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, დღეს მატარებლები „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდნენ და ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობდნენ. ამ ეტაპზე, შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს მგზავრებს ორივე ხაზი შეუფერხებლად ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა