20.მარტი .2020 17:55

"USA2GEORGIA": კურსის ცვლილების შესაბამისად, სასურველია, დაკორექტირდეს განბაჟების ლიმიტი

views 644
უკან

"ლარის კურსის ცვლილების შესაბამისად, სასურველია, დაკორექტირდეს განბაჟების ლიმიტი, რათა მომხმარებლისთვის ხელსაყრელი იყოს სასურველი პროდუქცია", - აღნიშნავს BM.GE-სთან გადამზიდავი კომპანია "USA2GEORGIA"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათია კაკიაშვილი.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამანათებზე მოთხოვნა არ შემცირებულა და მომხმარებლები კომპანიის ფილიალებს ძველებურად სტუმრობენ. მისივე განმარტებით, კორონავირუსის ფონიდან გამომდინარე, გამკაცრებულია ჰიგიენის დაცვის ზომები.

"USA2GEORGIA"-ს ოფისების პროფილაქტიკურ-სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. სპეციალური ხსნარებით მუშავდება როგორც ოფისების შიდა ტერიტორია, ასევე - ტერმინალები. სპეციალისტების რეკომენდაციით, ამანათები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში გადაიზიდება ექსტრემალური პირობების და ტემპერატურის რეჟიმში, ვირუსს აღარ შეიცავს და მათი მიღება უსაფრთხოა", - განმარტავს თათია კაკიაშვილი.

"USA2GEORGIA"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ყურადღებას კომპანიის მომსახურების მნიშვნელობაზეც ამახვილებს.

"საფოსტო დარგის განვითარება აღიარებულია ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რადგან საფოსტო სისტემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულია", - დასძენს თათია კაკიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა