მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული" - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი რიკოთის ინციდენტზე

5e46e5204ab33
თამთა ჯიჯავაძე
14.02.20 22:13
1149
ცალსახაა, რომ არასწორად იყო კონსტრუქცია აწყობილი და უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, - ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე მომხდარი ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შენობა, რომელიც ჩამოინგრა კომპანია "ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფს" ეკუთვნის, რომელიც ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

„ჩვენ უამრავი რეკომენდაცია გვაქვს მიცემული აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, რომ გამოასწოროს უსაფრთხოების პირობები. ნელ-ნელა თითქოს გამოსწორდა, მაგრამ სამწუხაროდ უმეტესი წილი - 90% ისევ ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. კომპანია ჯერჯერობით ვერ ახერხებს სრულფასოვნად დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ნორმები. ორშაბათს ჩვენი ინსპექტორები ისევ შევლენ კომპანიაში და გადაამოწმებენ უსაფრთხოების ნორმებს. და თუ ისევ აღმოჩნდება, რომ კრიტიკული და შეუსაბამოა, შესაძლოა მივიღოთ უფრო მკაცრი ზომები და შევაჩეროთ მათი მუშაობა“, - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.

რაც შეეხება დაშავებულებს, მისი თქმით, ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი უკვე სახლში იმყოფება, ხოლო ერთის მდგომარეობა მძიმეა:

„იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმყოფება, მას რვა ნეკნი აქვს მოტეხილი, ფილტვი აქვს დაჟეჟილი და შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს“, - განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა.