მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაძლიერებთ ლოცვებს" - ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს

60d1d67c27d36
ინგა მურუსიძე
22.06.21 16:34
20458
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

„კოვიდის მართვის ქართული ნოუჰაუ: რეგულაციები მცირდება, აცრის ტემპი კიდევ უფრო მცირდება…ვაძლიერებთ ლოცვებს!!! გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო. ახლა მარტო როცა დავყიალობ კი სისულელეა პირბადე, მაგრამ ეგ ტოტალურ უპირბადეობაში გადაითარგმნება. პირბადის გარეთ ტარება შეიძლება მოხსნილიყო, თუ იქ მკაცრად გაკონტროლდება, სადაც დისტანცია ვერ ხერხდება. "კომენდატის საათის" მოხსნა ნაჩქარევია ან თუ იხსნებოდა სახლში სტუმრების მიღების შეზღუდვა უნდა შემოსულიყო... და ზოგადად, ყველა რეგულაცია უნდა გადახედილიყო მაშინ, როცა 1 მილიონი ადამიანი მაინც აიცრებოდა“, - განუცხადა bm.ge-ის კულუმბეგოვმა.

საქმე ის არის, რომ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, ხოლო 1 ივლისიდან "კომენდანტის საათიც" მოიხსნა.