2019 წლიდან დღემდე კერძო დაცვის კომპანიებს დაცვის პოლიციის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი(112) ამოწმებს. ეს ცვლილება კანონში მას შემდეგ შევიდა, რაც დაცვის კომპანია „გიგანტმა“ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილება 2019 წელს თავად დაცვის კომპანიების ჩართულობის გარეშე მიიღო. კანონის მიხედვით, 112 გარდა ბაზრის კონტროლისა, სამინისტროს ნაცვლად კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასაც უზრუნველყოფს.
დაცვის კომპანია „გიგანტის“ დამფუძნებელი და დირექტორი, კანონის ამოქმედებიდან მესამე წელს აცხადებს, რომ დაცვის კომპანიებისთვის არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
„ვაის გავეყარეთ, ვუის შევეყარეთ - ზუსტად ამ მდგომარეობაში ვართ. მე მქონდა პრეტენზიები, ვიჩივლე საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის საფუძველზე შეიცვალა კანონმდებლობა, თუმცა 112-ს ჩვენთვის არც კი უკითხავს ისე გაიმართა მოგვიანებით დაცვის სამსახურებთან შეხვედრა და გასაუბრების შემდეგ მიიღეს მხოლოდ მცირედი ცვლილებები. აზრი აღარ აქვს ბრძოლას. შეხვედრაზე დაუძახეს „ზვიგენ“ კომპანიებს, რომლებიც თავდახრილები იყვნენ და ჯარიმებს უხმოდ ეგუებოდნენ. ცვლილებებს რაც შეეხება, ჯარიმების რაოდენობა შეიცვალა უმნიშვნელოდ. მაგალითად დაცვის საბუთის დამზადება 20 ლარი ღირდა და ახლა 15 ღირს, ხოლო საბუთის არქონის გამო ჯარიმა იყო 2000 ლარი და ახლა 1000-ია. სულ ეს არის“, - განაცხადა ჯიმშერ პაპაშვილმა.
მისივე თქმით, ჯარიმების დანარჩენი ოდენობა უცვლელად დარჩა. „ჩვენსავით მაღალი ჯარიმები არათუ ევროპის ქვეყნებში, არამედ რუსეთშიც კი არ არის“, - განმარტა მან.
დაცვის კომპანიის დამფუძნებელი იწრმუნება, რომ პანდემიის პერიოდში 112 ამოწმებს კომპანიებს და აჯარიმებს აქტიურად, რაც არაადეკვატურია, რადგან ბიზნესს ძალიან უჭირს.
„თავიდან, როცა პანდემია გამოცხადდა, თანამშრომლები არ გამოდიოდნენ, ხვეწნით გამოგვყავდა. მაგალითად სავაჭრო ცენტრებში, დიდი რისკის ქვეშ იყვნენ და არიან, სიცხეს ზომავენ. 112 კიდევ დადის და ჯარიმებს წერს. ხომ შეიძლება, ელემენტარულად გაგვაფრთხილონ და ასე უცებ, ამხელა თანხებით არ დაგვაჯარიმონ“, - აღნიშნა მან.
პაპაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ეს კი გამოწვეულია დაკეტილი ობიექტებით, მაღაზიებით, რესტორნებით, რომლებიც დაცვის კომპანიებს გადასახადებს ვეღარ უხდიან და ამ ფონზე მცველის დაჯარიმება მოწმობის არქონის გამო 1000 ლარით არაადეკვატურია.
„ბევრი ობიექტი, რომელიც თვეობით იყო დახურული დავკარგეთ. ერთადერთი ხელშეწყობა არის საშემოსავლო გადასახადის არგადახდა, რაც ყველასთვის საერთოა, მაგრამ 50 ლარის შეღავათი თუ გამიკეთა და 500 ლარით დამაჯარიმა, რაღა გამოვიდა“, - აცხადებს პაპაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა