28.დეკემბერი .2019 13:46

"ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით ეს შედეგი დადგა"

views 370
უკან

აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ხელისუფლებას ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას იმ მოქმედებების შესახებ, რასაც სახელმწიფო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აკეთებდა.

ბატონი ვაჟა გათავისუფლდა. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის სასიხარულო ამბავი. რა თქმა უნდა პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ბატონი ვაჟას უკანონოდ ტუსაღობა, ჩვენ სახელმწიფო უწყებები ყველა მიმართულებით ვიყავით ჩართულები, აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თქმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ოჯახთან და ოჯახი მუდმივად იყო ინფორმირებული იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. ეს შედეგი არის ყველასთვის სასიხარულო და ძალიან მისასალმებელია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს გაატარებს საკუთარ ოჯახთან ერთად. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას, რომ მაშინ როდესაც ასეთი მობილიზებული, ასეთი კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდა ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად, გვხვდებოდა პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ცდილობდნენ კაპიტალიზაციას და თითქოს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებდა. ეს არის არასწორი მიდგომა, არასწორი პოზიციონირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ მაქსიმალური მობილიზება, როგორც ადგილობრივი რესურსის ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა