29.ივნისი .2022 15:13

"ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა

"ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა
views 344
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ "ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამასთან, თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დროებითი რეგულაციით (საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე" საამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე), მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა და მგზავრებმა საზღვრის კვეთის პროცედურები, შესაძლებელია 09:00 საათიდან 18:00 საათამდე განხორციელონ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ") მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო "ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო საბაჟო კონტროლის პროცედურები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა