მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვამზადებთ Amazon-ის ტიპის პლატფორმას, რომელიც ავტონაწილების გაყიდვას გაამარტივებს" - Inventors-ი

625fcccac48f5
მარიამ იზორია
21.04.22 01:00
842
ავტონაწილების მიტანის მომსახურება Inventors-ი, რომელიც ერთ სივრცეში მეორად, ახალ და ანალოგ ავტონაწილებს აერთიანებს, ახალ პლატფორმაზე მუშაობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რობაქიძე bm.ge-სთან აცხადებს, ეს იქნება აპლიკაცია, სადაც ავტონაწილებით მოვაჭრე მაღაზიებს თავიანთი პროდუქციის განთავსება შეეძლებათ, მყიდველები კი სასურველ ავტო ნაწილებს ერთ სივრცეში, მარტივად შეიძენენ.

მისივე თქმით, სტარტაპმა $200 000 მოცულობის კერძო ინვესტიცია მოიზიდა და პლატფორმისთვის სწორედ ამ თანხის მობილიზება ხდება.

“ვამზადებთ პლატფორმას, სადაც ავტონაწილების მაღაზიებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. მყიდველები კი სასურველ დეტალებს რამდენიმე წუთში შეიძენენ. აპლიკაცია, რომელიც დაახლოებით 2 თვეში ჩაეშვება დეტალების სწორ იდენტიფიცირებას, გარანტიას, სწრაფ მიწოდებას, ხარისხის კონტროლს, ონლაინ გადახდებს უზრუნველყოფს. ეს იქნება დაახლოებით "ამაზონის" ტიპის პლატფორმა, რომელიც ავტონაწილების გაყიდვის პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

ამ დროისთვის მომხმარებელს ქოლცენტრის საშუალებით ვემსახურებით და მომხმარებელთა რაოდენობა მილიონამდეა. 2023 წლის ბოლოს მილიონიან ბრუნვას გავცდებით”, - ამბობს “ინვენტორსის” დამფუძნებელი.

სტარტაპი Inventors-ი ბაზარზე მესამე წელია რაც ოპერირებს. კომპანია 20 ადამიანს აერთიანებს.