მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაპირებთ, კიდევ 12-მეტრიანი 100 ავტობუსი შევიძინოთ" - კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკაზე

5ec4d92e88791
ინგა მურუსიძე
20.05.20 11:27
1327
თბილისს ეყოლება ახალი, ევრო 6-ის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია მუშაობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწარაფი და კომფორტული.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გაჟღერებულია ჩვენი მხრიდან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, დავიწყეთ ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო; პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვის გადაადგილება დისკომფორტული იყო. წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები მთალიანად ჩანაცვლდება და თბილისს ეყოლება ახალი, ევრო 6-ის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. საზოგადოება ხედავს ამ პროცესს. მთლიანად ამ რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ამუშავებს სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმა უნდა ყოფილიყო ჩაბარებული აგვისტოს ბოლომდე, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თარიღი წლის ბოლომდე გადაიწევს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, შესყიდვები უკვე დაწყებულია და ახლა მერია ელოდება 12-მეტრიან ავტობუსებს, რომელიც ძალიან მალე დაიწყებს შემოსვლას.

"დამზადების პროცესი მიმდინარეობს. ასევე ვაპირებთ კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შევიძინოთ, ხოლო შემდეგი ეპატი იქნება 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შეძენა. ამ ყველაფრით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგდება", - განაცხადა კალაძემ.