მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინაციის დაგვიანება აფიქრებინებს ინვესტორებს, რომ შესაძლოა, covid-ის მე-3 ტალღაც მოხდეს"

6034edc59ca89
ინგა მურუსიძე
24.02.21 09:45
1112
იურისტის, ბიზნეს სამართლის სპეციალისტის რაულ აგიკიანის შეფასებით, ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად და არსებული პროექტების შესანარჩუნებლად ვაქცინაციის პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია.

„ვაქცინაციის დაგვიანება აფიქრებინებს ინვესტორებს, რომ აქ, შესაძლოა, covid-ის მესამე ტალღაც მოხდეს, მეოთხეც, ცუნამიც და შეიძლება კვლავ დაიკეტოს ქვეყანა. ინვესტორებს ვერაფერს ვთავაზობთ. ვფიქრობ, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს თანდათან უფრო და უფრო ღრმავდება“, - განაცხადა რაულ აგიკიანმა bm.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც საინვესტიციო გარემოზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ასევე, ვაქცინაციის დაწყების ვადის გავლენას შეეხებოდა. 

რაც შეეხება გამოსავალს, მისი თქმით, აუცილებელია, პოზიტიური დღის წესრიგი, კონსესუსი, ძალადობრივ ქმედებებზე უარის თქმა, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა, ვაქცინაციის დროული დაწყება და რიგ რეგულაციებზე რამდენიმე წლიანი მორატორიუმის გამოცხადება.

„ლიცენზია-ნებართვის კანონები საერთაშორისო შეთანხმებებს უნდა მიებას და მთავრობამ მკაფიოდ თქვას, რომ არავითარ შემთხვევაში ახალ ლიცენზია-ნებართვას სახელმწიფო არ მოითხოვს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ამას პირდაპირ არ გვავალდებულებს. ეს ყველაფერი გუშინ დასაწყები რეფორმები იყო. ასევე, გვჭირდება მცირე მთავრობა და ბიზნესს არ უნდა ვესაუბროთ მენტორული ან დიდაქტიკური ტონით. პირიქით, უნდა გავიაზროთ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი. ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ პრობლემები და დავიწყოთ მათი მოგვარება. რიცხვები არ ტყუიან - ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი უკვე საგანგაშო დონეზეა“, - განაცხადა რაულ აგიკიანმა.