04.მაისი .2021 22:55

"ვაქცინაციისთვის მზად ვართ" - გასტრონომიის ასოციაცია

"ვაქცინაციისთვის მზად ვართ" - გასტრონომიის ასოციაცია
views 274
უკან

ვაქცინაცია ჩვენი სექტორისთვის აუცილებელი იყო და ძალიან გაგვიხარდა, - ამის შესახებ „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ქოქიაშვილი სექტორში დასაქმებულ ყველა პირს მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ.

„მზად ვართ ვაქცინაციისთვის და ეს აუცილებელიც იყო ჩვენი სექტორისთვის. ძალიან გამიხარდა და ყველას მოვუწოდებთ, სასწრაფოდ ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს ისეთი ნაბიჯია, რაც ამ ზაფხულს ჩვენს სექტორს სჭირდება. უკვე ვირუსის მაჩვენებლები მაღლა იწევს და ეს ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს“, - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.