მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოდან არ შემოსულა“ - ჯანდაცვის მინისტრი

625d2c00599ad
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.22 13:09
607
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოს მხრიდან კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაცია უწყებაში ჯერ არ შესულა. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაციის გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და თუ არის ამის საჭიროება, ჯანდაცვის მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა:

„ბოლო ერთ თვეზე მეტია ვაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად დასტაბილურებულია.

იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში იხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ამა თუ იმ ვირუსის თუ შტამის მიმდინარეობას. თუ ამ საბჭოდან იქნება ამის რეკომენდაცია, სამინისტროში გავივლით ამას და შევჯერდებით, ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია ჩვენთან არ მოსულა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე დოზასთან დაკავშირებით NCDC-ის თავისი რეკომენდაციები აქვს, რომელსაც იმუნიზაციის საბჭოზე გაიტანენ. ის იმედოვნებს, რომ იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მალე გაიმართება, რა დროსაც განისაზღვრება, თუ ვინ, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაიკეთოს კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზა.