20.სექტემბერი .2020 22:00

"ვარდისფერ ფერებში არაფერს დავხატავ, წინ ყველაზე დიდი მსოფლიო რეცესია გველოდება" - WB

views 1969
უკან

ვარდისფერ ფერებში არაფერს დავხატავ, წინ ყველაზე დიდი მსოფლიო რეცესია გველოდება- ამის შესახებ “მსოფლიო ბანკის” რეგიონულმა წარმომადგენელმა საქართველოში სებასტიან მოლინეუსმა “ანალიტიკას” განუცხადა.

მისი შეფასებით, მომდევნო წლის- წელიწადნახევრის მანძილზე გამოწვევები მრავლად იქნება.

“ვაქცინის პოვნამდე და შემდეგ მის გლობალურ გამოყენებამდე, ადამიანები მოგზაურობისგან მაინც თავს შეიკავებენ. ეკონომიკას არ ექნება შესაძლებლობა პრე-კოვიდურ დონეზე ამუშავდეს - მგონია, რომ 2 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ ეკონომიკური ზრდა კოვიდამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ საქართველოს ძალიან სწრაფი პასუხი ამ კრიზისზე და ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკის მიმართულებით გაწეული ხარჯები საქართველოს სწრაფი აღდგენის შესაძლებლობას მისცემს”,- აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა