მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ამერიკულ კომპანიასთან, რომლის ტესტებით COVID 19-ის დიაგნოსტირებას 45 წუთში შევძლებთ"

5e7edfd7f152e
BM.GE
28.03.20 09:22
1883
“3 დღის წინ, FDA-მ (U.S. Food and Drug Administration), რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებელი ორგანოა, დასტური მისცა იგივე PCR ტესტების გამოყენებას, რომლებსაც დიაგნოსტირების დრო ჩამოჰყავს 45 წუთამდე. ეს არის კარტრიჯებზე დამყარებული ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ დღეს ფართოდ ვიყენებთ საქართველოში C ჰეპატიტის და ტუბერკულიოზის დიაგნოსტირებისას”, - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას”  ეთერში.

გამყრელიძემ განმარტა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ქვეყნის მასშტაბით აქვს უზარმაზარი ქსელი - დაახლოებით 50, გეოგრაფიულად კარგად განაწილებული აპარატი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელთა საშუალებითაც, ტესტების მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კორონავირუსის დიაგნოსტირება.

“თუ ჩვენ ამ ტესტებს მალე მივიღებთ და ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, რადგან დღეს ამ ტესტების გამოშვების სიმძლავრე მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას დღეში 15 ათასი აქვს და 1 კვირის შემდეგ ექნება 30 ათასი... გარკვეული რიგი არსებობს და პირველ რიგში აპირებენ ევროპაში ყველაზე დაზიანებული ქვეყნების - იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვების მომარაგებას.

ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ, რადგან ტესტების მწარმოებელ კომპანიასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, გამომდინარე C ჰეპატიტის პროგრამიდან საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მივიღებთ ტესტებს, რითაც დიაგნოსტირების დრო შემცირდება 45 წუთამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.