მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ველოდებით 23 აპრილს" - ვარლამ გოლეთიანი მთავრობას ვადას აძლევს

6080042346d87
ინგა მურუსიძე
21.04.21 14:55
665
"რიონის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი მთავრობას ვადას 23 აპრილამდე აძლევს. ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა. გოლეთიანის თქმით, მას დაუკავშირდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, რომელმაც უთხრა, რომ პრემიერის covid-19-ით ინფიცირების, ხოლო შემდეგ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის გამო, ნამახვანჰესის საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა და "კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო".

ვარლამ გოლეთიანი ფიქრობს, რომ მთავრობას დრო გაგყავს და შესაძლოა, ამასობაში კორონავირუსის გავრცელების გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა აიკრძალოს, რაც აქციების გამართვას შეუშლის ხელს.

„ველოდებით მთავრობას 23 აპრილამდე, რომ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ნამახვანის ტერიტორიაზე შესვლას და ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არ აქვს“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა და დასძინა, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „რიონის მცველები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციების გამართვას აანონსებენ. "იგეგმება პიკეტირებები, მასშტაბური აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბოლოს, ყველანი გადავინაცვლებთ დედაქალაქში", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ „რიონის მცველებს“ პრემიერის წარმომადგენელი, ასევე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში სახელმწიფო რწმუნებულები შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები და პირობები გააცნეს.