მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვენის სადაზღევო ჯგუფს" COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

5ed7bf141f036
BM.GE
03.06.20 19:10
1696
"ვენის სადაზღვევო ჯგუფმა" ინვესტიცია განახორციელა ავსტრიულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Apeiron Biologics-ში. კომპანიაში ამჟამად COVID-19-ის  სამკურნალო პრეპარატზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ვენის სადაზღვევო ჯგუფი" სადაზღვევო კომპანია "ირაოს" აქციების 100%-ის მფლობელია. "ირაო" ქართულ სადაზღვევო ბაზარზე "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" ორსაუკუნოვანი გამოცდილების და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზეა ორიენტირებული. კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას "ვენის სადაზღვევო ჯგუფში" და მის წევრ კომპანიებში, მათ შორის "ირაოშიც", განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, Apeiron-ში ინვესტიციით "ვენის სადაზღვევო ჯგუფმა" პასუხისმგებლობა გამოხატა საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის მხარდაჭერაში და მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანა.

"ჩვენი, როგორც სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლის, ძირითადი ამოცანაა, ადამიანები  რისკისგან დავიცვათ. მიმდინარე სიტუაციაში ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების  ცენტრში მოექცა და ჩვენი პრიერიტეტია, ვიზრუნოთ სწორედ ჯანმრთელობის დაცვასა და  დაავადებების პრევენციაზე. ინვესტიცია, რომელიც განვახორციელეთ Apeiron-ში, ეკონომიკური  მიზნების შესრულების გარდა, არის უმნიშვნელოვანესი და გრძელვადიანი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ ჩვენი კომპანიის დაპირება - "ვიცავთ, რაც მნიშვნელოვანია" - ხელშესახები გავხადოთ", - აცხადებს ელიზაბეტ შტადლერი, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" გენერალური დირექტორი.

2020 წელს ჯგუფს შემუშავებული აქვს პროგრამა, რომელიც ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროზეა ორიენტირებული. კომპანია "აპეირონის" წილის შესყიდვა კი სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. კომპანია APEIRON დაარსდა ჯოზეფ პენინგერის მიერ. იგი ჩართული იყო იმ მედიკამენტის  შექმნაში, რომელსაც იყენებდნენ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან, პან-ევროპული  კლინიკური კვლევის ფარგლებში. ამჟამად სამკურნალო პრეპარატი კლინიკური ცდის მეორე
ეტაპზეა. მასზე მუშაობა კომპანიამ SARS ვირუსის კვლევის საფუძველზე დაიწყო. ჯოზეფ პენინგერმა და მისმა გუნდმა, მედიკამენტი APN01 2003 წელს SARS ვირუსის პირველი აფეთქებისას შექმნეს ფილტვების მწვავე დაზიანებისა და რესპირატორული სინდრომების სამკურნალოდ. COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში კი სიკვდილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი სწორედ ეს სინდრომებია. APN01 ორმაგი მექანიზმის წყალობით იცავს ფილტვის ქსოვილებს ვირუსისგან გამოწვეული ინფექციებისგან. კლინიკური კვლევების ფარგლებში ეს  მედიკამენტი უკვე გამოიცადა ავსტრიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ჯგუფზე.

"APN01 იმ მცირერიცხოვან თერაპიულ საშუალებათა შორისაა, რომელიც მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე პრეპარატია COVID-19-ის მკურნალობისთვის. თუ კლინიკურმა ცდების შედეგები წარმატებული აღმოჩნდა, დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნება, რომ მედიკამენტმა სწრაფად გაიაროს შემოწმება ევროპაში და ბაზარზეც ძალიან მალე გამოჩნდეს. სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ვენის სადაზღვევო ჯგუფის ინვესტიცია. ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის და მათ მიერ პანდემიის შეჩერებაში შეტანილი წვლილისთვის", – Peter Llewellyn-Davies, CEOof Apeiron Biologics AG.

"სხვა მკვლევარებთან თანამშრომლობით ჩვენმა ლაბორატორიამ მოიპოვა ინ-ვივო მტკიცებულება, რომ ACE2 პროტეინი SARS-CoV-2-ის ძირითადი ფერმენტია და ამასთანავე მას  შეუძლია დაიცვას ფილტვები. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხანგრძლივი კვლევითი სამუშაოების  შედეგად, APN01-ს COVID-19-ის სამკურნალოდ კლინიკურ ცდებში იყენებენ. "ვენის სადაზღვევო
ჯგუფის" ინვესტიცია დაგვეხმარება, განვაგრძოთ ამ წამალზე მუშაობა და ვიპოვოთ COVID-19-ის მკურნალობის ეფექტური გზა", - აცხადებს ჯოზეფ პენინგერი, კომპანია Apeiron-ის დამფუძნებელი და ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი.

კომპანია APEIRON Biologics AG 2003 წელს პროფესორ ჯოზეფ პენინგერის მიერ ვენაში დაარსდა. ის არის ევროპული წარმომავლობის კერძო, ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სიმსივნისა და რესპირატორული დაავადებებისთვის ახალი იმუნოთერაპიებისა და მედიკამენტების შექმნასა და კომერციალიზაციაში. კომპანია თანაშრომლობს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებსა და აკადემიურ ინსიტუტებთან. "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სადაზღვევო სფეროს ლიდერია. ის წარმოდგენილია 30 ქვეყანაში, 50-ზე მეტი კომპანიით. ჯგუფი აერთიანებს 25 000-ზე მეტ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს 22 მილიონი მომხმარებლის მომსახურებას.

(NS)