მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს, თუ როდის მოიხსნება კომენდანტის საათი"- მინისტრი

60caef6f78f2e
ინგა მურუსიძე
17.06.21 11:00
837
გვესმის, რომ ზაფხულში მოქალაქეებისთვის და ეკონომიკისთვის „კომენდანტის საათის“ მოხსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, თუ როდის მოიხსნება „კომენდანტის საათი“.

„ვითვალისწინებთ, რომ ზაფხულის პერიოდში ყველაზე საჭიროა მოქალაქეებისთვის კომენდანტის საათის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი. თუმცა მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში და დღეს ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს, თუ როდის მოიხსნება კომენდანტის საათი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ზოგად ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა, რის გამოც, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაიცვას დაწესებული შეზღუდვები - პირბადე და სოციალური დისტანცია.

„ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. სადაც საჭიროება მოითხოვდა, რეგიონებში ბრიგადები დაემატა და ეს ასეც გაგრძელდება. ჩვენ უკვე დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია, როგორც “მოდერნაზე”, ასევე “ჯონსონ ჯონსონსა” და „ნოვავაქსზე“. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა მინისტრმა.

დღესვე ტიკარაძემ ე.წ. ინდურ შტამზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპისთვის დადასტურებული 18 შემთხვევაა, თუმცა არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ მისი გავრცელება გაცილებით მეტი იყოს.

„არსებობს გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, მისი გავრცელება გაცილებით მეტი იყოს. ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელება გაცილებით სწრაფია“, - განაცხადა ტიკარაძემ და მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.