მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ ვიტყვი, რომ არსებობს ბიზნესი, რომელსაც პანდემია არ დაეტყო"

622df3c841d97
მარიამ იზორია
14.03.22 10:10
962
„საქკაბელის“ მმართველი დირექტორი გადაცემა #Forbes კვირასთან კომპანიის საქმიანობაზე პანდემიის გავლენას აფასებს.

დავით კაპანაძის განმარტებით, 2020 წელს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქკაბელის ქარხანა გაჩერებული იყო, ამასთან შეჩერდა მშენებლობებიც, თუმცა 2021 წელს სამშენებლო სექტორის გახსნასთან ერთად საქკაბელმა ზრდა აჩვენა.

„საბოლოოდ, 2020 წელი ნორმალურად დასრულდა, 2021 წელს კი, როდესაც ეკონომიკამ და სამშენებლო სექტორმა გამოიღვიძა, კომპანიამ ზრდა აჩვენა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, კვარტალში 2 თვე საკმაოდ წარმატებით დაიხურა, 30-40%-იანი ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით“ - აცხადებს დავით კაპანაძე.

„საქკაბელის“ მმართველი დირექტორი 2022 წლის გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, კომპანია ახალი დანადგარების დამატებასა და ბაზრის წილის გაზრდას განიხილავს. 

„2022 წელს საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. ვფიქრობთ, სიმძლავრეების გაზრდას, გვსურს საწარმოს გადაიარაღება და მოდერნიზაცია. ამის საშუალებით ბაზრის წილს გავზრდით. ამასთან, ალტერნატიული პროექტები გვაქვს, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, ერთ-ერთი ასეთი პროექტი მზის პანელების დამონტაჟებაა“ - ამბობს „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი.