15.ივნისი .2021 12:15

"ვერ ვიტყვით, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნამ ეპიდემიაზე დამაზიანებელი გავლენა იქონია“

"ვერ ვიტყვით, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნამ ეპიდემიაზე დამაზიანებელი გავლენა იქონია“
views 222
უკან

„ვერ ვიტყვით, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნამ ეპიდემიაზე დამაზიანებელი გავლენა იქონია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიუხედავად ამისა, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ სიფრთხილე მაინც საჭიროა.

„ინფიცირების რაოდენობის მატება საბედნიეროდ არ გვაქვს, პირიქით, კლების ტენდენცია აღინიშნება. დღევანდელი 1000-ზე მეტი შემთხვევა ჩვეული ე.წ. სამშაბათის ეფექტია, რაც შაბათ-კვირას დაგროვილი შემთხვევების მატებას უკავშირდება.

ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნამ ეპიდემიის მიმდინარეობაზე რაიმე დამაზიანებელი გავლენა იქონია. იქ პრევენციული ღონისძიებები მაინც ტარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილის გამოჩენა არ გვმართებს“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: საქართველოს სახმელეთო საზღვრები 1 ივნისს გახსნა.