14.მაისი .2020 22:00

"ვერ ვხვდებით, რატომ ვერ ვიხსნებით" – RAINBOW

views 472
უკან

რატომ ვერ ვიხსნებით ვერ ვხვდებით, გვაქვს დამოუკიდებელი შემოსასვლელი, და შეგვიძლია დავიცვათ რეკომენდაციები, - ფეხსაცმლის მაღაზიები მთავრობის გადაწყვეტილებას ასე აფასებენ და ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ მოიხსნა შეზღუდვები იმ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებზე, რომლებსაც ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვთ. როგორც ფეხსაცმლის მაღაზია RAINBOW-ს დამფუძნებელი ამბობს, გახსნის შემდეგ მაღაზიას პროდუქციის რეალიზაციაც გაუჭირდება.

“კორონავირუსმა ჩვენზეც იქონია გავლენა, გვქონდა გაზაფხულის კოლექცია, რომელიც ზაფხულის სეზონზე აღარავის დასჭირდება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ეს საქონელი შემოდგომისთვის უნდა შევინახოთ, არადა ამაზე გაწეული იყო შემოტანის ხარჯები, რეალიზაცია კი დღემდე ვერ მოვახერხეთ. პრობლემაა რომ ყველაზე გვიან ვიხსნებით, ასე რატომ ხდება არ ვიცი, გვაქვს დამოუკიდებელი შემოსასვლელი, ყველანაირად შეგვიძლია დავიცვათ რეკომენდაციები. პროდუქცია საქართველოში მზადდება, თუმცა საწარმო, რომელიც ჩვენს ფეხსაცმელს კერავს, გაჩერებულია. სანამ ის გაიხსნება, ახალ კოლექციას შეკერავს, უკვე დრო გადის და ზაფხულის კოლექციას კარგად მომზადებული ვერ ვხვდებით", - ამბობს მაღაზია RAINBOW-ს დამფუძნებელი ინგა ძინძიბაძე.

შეგახსენებთ, 11 მაისიდან გაიხსნა ყველა საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელთაც ქუჩის მხრიდან ჰქონდათ შესასვლელი, თუმცა, ეს არ შეეხო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა