13.მაისი .2020 19:15

"ვერცერთ საინვესტიციო პროექტს ვერ გავაგრძელებთ- ბანკებიც არ მოგვყვებიან"- ლაშა პაპაშვილი

views 862
უკან

კითხვაზე, თუ როგორც შეიცვალა კოვიდ-პანდემიის პირობებში ბიზნესის ქცევა, ლაშა პაპაშვილი გვპასუხობს, რომ „აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალეს“.

როგორც ბიზნესმენმა „საქმის კურსში“ განაცხადა, მოუწიათ როგორც თანამშორმლების უხელფასო შვებულებებში გაშვება, ისე საინვესტიციო პროექტების შეჩერებაც.

„აბსოლუტურად ყველაფერი შევცვალეთ. რამეს თუ ვაკეთებდით, გვიწევს ყველაფერი სხვაგვარად ვაკეთოთ. სამწუხაროდ, ეს არის შემცირებული თანამშრომლები და დროებით შემცირებაში, თუ უხელფასო შვებულებაში გაშვებული ადამიანები. ბევრი დაკეტილი ბიზნესი, რომელსაც კიდევ კვირეები სჭირდება, რომ გაიხსნას. 

საინვესტიციო პროექტებზე ამ წუთას საუბარი ზედმეტია; ვერც ერთ საინვესტიციო პროექტს ჩვენ ვერ გავაგრძელებთ და ბანკებიც არ მოგვყვებიან. ამდენად ასეთ ყოველდღიური მოლოდინის და მონიტორინგის პირობებში ვართ. მთავრობის საგარანტიო მექანიზმებიც მცირე ბიზნესებს თუ შეეხება, ჩვენ ვერა“, - აცხადებს ბიზნესმენი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა